აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი მხოლოდ ომის დასრულებისა და ამ ომის მოგების შემდეგ გახდება. იუწყება CNN
„გულწრფელად მჯერა, რომ ამერიკისთვის, რომელიც თავისუფალი სამყაროს ლიდერი და დემოკრატიის არსენალია, მნიშვნელოვნია რომ შემდგომშიც უკრაინას მიაწოდონ აუცილებელი დახმარება, რათა უკრაინელებმა იბრძოლონ, გაიმარჯვონ და მოიგერიონ არაპროვოცირებული რუსეთის შეჭრა. თუმცა, ახლა, ნატო-ში წევრობის საკითხზე მსჯელობა - და მე ვესაუბრე პრზეიდენტ ზელენსკის - უნდა გაგრძელდეს ომის მოგებამდე“, - განაცხადა პენსმა.
პენსმა ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა, მან ომი 24 საათში დაასრულოს.
„უკრაინაში 24 საათში ომის დასრულების ერთადერთი საშუალებაა, მისცე ვლადიმირ პუტინს ყველაფერი, რასაც ის ითხოვს. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ამისკენ არასდროს უნდა უბიძგოს“, - განაცხადა მაიკ პენსმა.