ნატო უკრაინას მისცემს უსაფრთხოებას, უკრაინა კი ნატო-ს კიდევ უფრო გააძლიერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად ვილნიუსში შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
„მე აქ ჩამოვედი რწმენით. პარტნიორების რწმენით, ნატო-ს მიმართ ძლიერი რწმენით, რომელიც არ ყოყმანობს, დროს არ კარგავს და არც ერთი აგრესორის წინაშე უკან არ იხევს. ვისურვებდი, რომ ეს რწმენა გახდეს ნდობა - ნდობა იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც ვიმსახურებთ, ჩვენ ყველა ვიმსახურებთ და რომელსაც ელოდება ჩვენი ყველა მეომარი, ყოველი მოქალაქე, ყოველი დედა, ყოველი ბავშვი და ნუთუ ეს დიდი სურვილია?“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეკრება უკრაინის ეროვნული ჰიმნით და შეძახილით: “დიდება უკრაინას“ დასრულდა.