დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს მერვე შვილი შეეძინა. ბიჭს ფრენკ არტურ ოდისეი დაარქვეს. ამის შესახებ Daily Mail წერს.
„კეთილი იყოს ამქვეყნად შენი მოვლინება. ფრენკ ალფრედ ოდისეი ჯონსონი დაიბდა 5 ივლისს დილის 9.15 საათზე“, - წერს სოციალურ ქსელში ბორის ჯონსონი.
ბიჭუნა ბორის ჯონსონისა და მისი მეუღლე კერისთვის მესამე შვილია, თუმცა თავად ჯონსონს კიდევ ოთხი შვილი ჰყავს ყოფილ ცოლთან მარინა უილერთან, ასევე ქალიშვილი არაოფიციალური ქორწინებიდან ჰელენ მაკინტაირისგან.
ზოგიერთი მონაცემით, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს კიდევ ჰყავს ერთი შვილი არაოფიციალური ქორწინებიდან, თუმცა ჯონსონი ამას არ ადასტურებს.