უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენკსი ვილნიუსში ჩავიდა.
ინფორმაცია ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა დაუდასტურა.
ვოლოდმირ ზეელნსკი ვილნისუშ პოლონეთისსამთავრობი თვითმფრინავით ჩაფრინდა.
ვილნიუსში ჩასვლამდე ზელენსკის ნატო მწვავედ გააკრიტიკა: „მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირება უკრაინის გარეშე განიხილება და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ეს ფორმულირება მხოლოდ მიწვევას ეხება და არა უკრაინის წევრობას.
უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ უკრაინის მიწვევის და გაწევრიანების ვადა არ არსებობს და ამის ნაცვლად, ემატება უცნაური ფორმულირება პირობებზე უკრაინის მიწვევისთვის.
როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მიიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი“, - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.