აქედან ჩანს, ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ გვარამია შეეწყალებინა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს ჰკითხეს ევროპარლამენტარების მიერ ნიკა გვარამიას სტრასბურგში მიწვევისა და მათთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.
„შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება, ამას ოპოზიციის არსებული პოლიტიკური შემადგენლობა ვერ ახერხებს. პოლარიზაცია მეტად რომ გაეღვივებინათ, ზურაბიშვილს გვარამია შეაწყალებინეს, რაც არის ძალიან ცუდი, რადგან ჩანს, რომ ვიღაცები არ იშლიან თავისას, უნდათ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.