15 წლის განმავლობაში ვიმეორებდით, რომ ერთ დღეს უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ არ გადაგვიდგამს ხელშესახები ნაბიჯი, ამავე დროს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მოახდინა ყირიმის ანექსია, წამოიწყო ომი უკრაინაში, დროა, შევცვალოთ პარადიგმა - ამის ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ნატო-ს სამიტის დაწყების წინ, სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსმა აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები უკრაინის შესახებ.
„ბუქარესტის სამიტიდან 15 წლის განმავლობაში ჩვენ ვიმეორებდით იმავე მანტრას, რომ ერთ დღეს უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ჩვენ არასდროს გადაგვიდგამს ხელშესახები ნაბიჯი ამ მიმართულებით. ამავე დროს, რუსეთი არ მოერიდა ინიციატივის ხელში აღებას და 2008 წელს საქართველოში შეიჭრა; არალეგალურად მოახდინა ყირიმის ანექსია; მოახდინა დონბასის დესტაბილიზაცია და წამოიწყო ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში. ახლა დროა, შევცვალოთ პარადიგმა. ევროპაში უსაფრთხოება არ იქნება, ვიდრე უკრაინის მომავალი არ არის მკაფიოდ განსაზღვრული. უკრაინის ნატო-ს წევრობის მკაფიო გზა არის ის, რაც არის ჩვენი ვალი უკრაინის წინაშე. მხოლოდ ნატო-ს მეხუთე მუხლს შეუძლია რეალური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, რაც შეაკავებს რუსეთს მომავალი აგრესიისგან. სხვა სასწაულმოქმედი ალტერნატივები არ არსებობს“, – განაცხადა ნაუსედამ. {საქართველოს პირველი არხი}