ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.
სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრმა ქვეყებმა უკრაინის მხარდაჭერის უდიდესი ნება გამოვალინეს.
„უკრაინის მიმართ მხარდაჭერა მტკიცეა, რადგან ხალხი უკრაინის მიმართ სოლიდარულია. ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, თუ პუტინი გაიმარჯვებს. ასევე, ხალხი ხვდება ძალიან მარტივ ფაქტს, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ უკრაინელებისთვის არ იქნება ცუდი, ეს იქნება სახიფათო ჩვენთვისაც, რადგანაც ეს იქნება გზავნილი ყველა ავტორიტარი ლიდერისთვის, რომ როდესაც ისინი არღვევენ საერთაშორისო კანონმდებლობას და იჭრებიან სხვა ქვეყანაში, მაშინ ისინი იღებენ იმას, რაც სურთ. ეს კი, მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის და ჩვენ უფრო დაიცველები ვიქნებით. ასე რომ, ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ დავუჭიროთ მხარი უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. {საზოგადოებრივი მაუწყებელი}