პოლიციამ არათუ არ უზრუნველყო ძალადობის შეჩერება, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოძალადეებს დაერბიათ ღონისძიება, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში შეუძლებელია გქონდეს პოლიციის იმედი.
„ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციამ არათუ არ უზრუნველყო ძალადობის შეჩერება, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოძალადეებს ჰქონოდათ შესაძლებლობა გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს - დაერბიათ ღონისძიება და სამარცხვინოა როდესაც პოლიცია ანტისაოკუპაციო აქციებს შლის გაზით, წყლის ჭავლით, რობოკოპებით, აკავებს სამოქალაქო აქტივისტებს, მაგრამ რეალურად, სადაც უნდა აღკვეთოს ძალადობა იქცევა ისე, როგორც „ქართული ოცნების“ ფილიალი. ერთი რამე არის ნათელი, რომ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში შეუძლებელია გქონდეს პოლიციის იმედი.“ - ასე გამოეხმაურა ანა წითლიძე შსს-ს უმოქმედობას თბილისი პრაიდის ჩაშლასთან დაკავშირებით.