ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით იქნას მიღებული ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტზე, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილი ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც “რუსული ოცნება” შეიცვლება, საქართველოც კიდევ უფრო მეტად დაუახლოვებდა ნატო-ს.
“იმისათვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ქვეყანამ წინ წაიწიოს, აუცილებელია ორი მთავარი საკითხი - დემოკრატიულო რეფორმები და პოლიტიკური ნება და სურვილი იმისათვის, რომ გახდე ნატო-ს წევრი. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით “რუსული ოცნება” არცერთ ნაბიჯს არ დგამს და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატო-ს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ ხელისუფლებისგან გასაგებია, რომ არაფრის იმედი და მოლოდინები არ გვაქვს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით იქნას მიღებული ძალიან მკაფიო, კონკრეტული გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტზე. ხოლო მას შემდეგ, რაც “რუსული ოცნება” შეიცვლება, მე დარწმუნებული ვარ საქართველოც გააკეთებს თავის გასაკეთებელ საქმეს რომ ნატო-ს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს.” - ასე გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილი ვილნიუსში გასამართ ნატო-ს სამიტს.