ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე როცა არსებობს, სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და დაიცვას მართლწესრიგი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა.
„ფიზიკური დაპირისპირების მაღალი ალბათობა როცა არსებობს, სახელმწიფოს და სამართალდამცავების უპირველესი მოვალეობა, პრიორიტეტი გახლავთ, დაიცვან მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და დაიცვან მართლწესრიგი. შესაბამისად, იმის გამო, რომ ესკალაციის მაღალი რისკი არსებობდა, პოლიცია იყო სრულად მობილიზებული ამ ამოცანის გარშემო. დანარჩენი უკვე შეფასებების საგანია. ვხედავთ სხვადასხვა გამოხმაურებას. ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე როცა არსებობს, სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და დაიცვას მართლწესრიგი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.