აუცილებლად გაგრძელდება ეს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, იმიტომ რომ უკრაინელ ხალხს, უკრაინელ ერს, რომელიც მართლა მედგრად ებრძვის ოკუპანტს, სჭირდება დახმარება“, - ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეისთვის 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან დასასვენებლად.
„ძალიან ვამაყობთ, რომ დღეისთვის 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიყვანეთ საქართველოში უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან დასასვენებლად, მინიმუმ 10-დღიანი ტურებით. გუშინაც ჩამოვიდა კიდევ ერთი ჯგუფი ირპენიდან - 50 ბავშვი, თუ არ ვცდები 5 თანმხლებით, რომლებიც 10 დღე დაისვენებენ საქართველოში.ეს პროექტები აუცილებლად გაგრძელდება. ეს ყველაფერი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა უწყების ჩართულობით და კოორდინირებით და აუცილებლად გაგრძელდება ეს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, იმიტომ რომ უკრაინელ ხალხს, უკრაინელ ერს, რომელიც მართლა მედგრად ებრძვის ოკუპანტს, სჭირდება დახმარება“, - განაცხადა დიპლომატმა.