ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბაიდენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მეფე ჩარლზ მესამესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან გამართავს.
ლიდერები განიხილავენ კლიმატის საკითხებს, ასევე ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ თემებს, შემდეგ კი, ჯო ბაიდენი და რიში სუნაკი ლიეტუვაში, აღნიშნულ სამიტზე გაემგზავრებიან.