ძალადობას გამართლება არ აქვს; არც მიზეზი სჭირდება, მოძალადის "არგაღიზიანებით" პრობლემა ვერ აღმოიფხვრება, იმიტომ რომ აუცილებლად იპოვის "მიზეზს", მოძალადის ბუნება ასეთია, - ამის შესახებ „მაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
„ასეთია რუსეთის ბუნება:
ომი მშვიდობის სახელით, ძალადობა რელიგიის სახელით;
სანამ იქნება რუსული ხელისუფლება, რუსულ კანონს
მოჰყვება რუსული რეისი,
რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო ხაზიდან, რუსული მთავრობის კონტროლირებადი ჯგუფებისაგან ქვების სროლა, რუსული სპეცსამსახურების ორგანიზებით ჟურნალისტების ცემა, პრორუსი ძალადობრივი ჯგუფების გამოყენება სხვისი უფლებების შესაზღუდად, მოჰყვება რუსული ცენზურა კინოცენტრში და ა.შ.
ყველა პრობლემას, რაც არის დღეს ჩვენს გარშემო, აქვს ერთი მიზეზი და მრავალი შედეგი;
ამ შემთხვევაში მგონია, რომ მიზეზზე კონცენტრაცია უფრო მნიშვნელოვანია...ცალკეული პრობლემები ვერ მოგვარდება, ან თუ მოგვარდება - ახლით ჩანაცვლდება.“, - წერს ნიკა მელია.