უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლდომირ ზელენსკის საერთაშორისო ვიზიტების შემდეგ ნატო-მდე უკრაინის გზა უფრო შემოკლდა.
ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელ Threads-ში, წერს.
„უკრაინასა და ნატო-სთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეთანხმებულია. სამიტის შედეგედ ალიანსამდე ჩვენი გზა კიდევ უფრო შემოკლდება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, რომელზედაც ჩვენ როგორც ბევრი სხვა შემთხვევის დროს გვითხრეს, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ უახლოეს პარტიონრებთან ერთად ჩვენ ეს შევძელით“, - აღნიშნა კულებამ,
ამასთან, მისი თქმით, რაც ამ ვითარებას აკლია არის სიცხადე ალიანსში უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით.
„ამ შესაძლებლობის დაკარგვა იქნება საჩუქარი პუტინისთვის იმ მომენტში, როდესაც ის ყველა ფრონტზე უნდა იყოს შევიწროვებული. მუშაობა გრძელდება და გაგრძელდება შეუსვენებლად, ვილნიუსში ნატო-ს სამიტის დეკლარაციის მიღების ბოლო წუთამდე“, - განაცხადა კულებამ.