არაერთხელ მითქვამს, რომ რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ძალადობა - ძალადობას და ეს არის მთავარი, საზოგადოების ამოცანა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არ მოდის ჰაერიდან. ეს წახალისებულია ჩვენი მხრიდან, ვინც ვართ აქტორები ჩართული, ჩვენი რიტორიკიდან დაწყებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველა დამნაშავე გამოავლინოს და დასაჯოს.
„ამას არ შევხედოთ, როგორც ერთეულ ინციდენტს, არამედ ამას შევხედოთ, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთ გამოწვევას - რადიკალიზმი, როგორც გამოწვევა.
იმას, რასაც ცდილობენ დაარქვან პოლარიზაცია, სინამდვილეში ეს კი არ არის პრობლემა, პოლარიზაცია ნახეთ საფრანგეთში როგორია და აგერ ახლა ჰოლანდიის მთავრობა გადადგა. რადიკალიზაციაა ჩვენთან პრობლემა, როდესაც ექსტრემისტული ჯგუფების დაპირისპირებები ხდება. ერთ მხარეს არის ერთი რადიკალური ჯგუფი, მეორე მხარეს - მეორე, თუმცა ზოგიერთი აქტორი უყურებს, რომ ვიღაც არის მისიანი რადიკალი და თითქოს, ვიღაც მისიანი რადიკალი არ არის და ამ სიტუაციას ასე უყურებენ.
არაერთხელ მითქვამს, რომ რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ძალადობა - ძალადობას და ეს არის მთავარი, საზოგადოების ამოცანა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არ მოდის ჰაერიდან. ეს წახალისებულია ჩვენი მხრიდან, ვინც ვართ აქტორები ჩართული, ჩვენი რიტორიკიდან დაწყებული, სხვა მხრივ გამოხატული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს, 8 ივლისს ტერიტორიაზე, სადაც პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. მოძალადე ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რის გამოც, უსაფრთხოების გამო ღონისძიება გაუქმდა.