სამწუხაროდ, პრეზიდენტის ასეთი განცხადებაც ახალისებს იმას, რომ შემდეგ უცხო ქვეყნის ელჩი თავს უფლებას აძლევს თქვას, რომ პოლიცია თავის ამოცანებს ვერ ასრულებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა “იმედის“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი უყურებს, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოლიციაზე ასეთი პრეტენზიებით საუბრობს, სხვასაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩვენს პოლიციაზე ასეთი რაღაცები თქვას. მართალია, დღეს ჩვენმა პოლიციამ ვერ უზრუნველყო ამ ღონისძიების ჩატარება, მაგრამ პრიორიტეტები სწორად დასახა და იზრუნა მთავარზე - ადამიანის ჯანმრთელობაზე. პოლიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრაიდის ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა: „მოვუწოდებ შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება".