საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა თბილისში „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლასა და ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
პეტრ მიკისკა ფოტოებსაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ.
„შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის თუ არა ეს კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა“, – წერს ელჩი.