ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია Pride ფესტივალის ჩაშლაზე აცხადებს, რომ ის ამაზრზენი კადრები, რაც ვიხილეთ, არის სახე ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის, ის რაც ამან მოგვიტანა.
მისივე თქმით, ზოგადად ყველა, ჩვენზე ბევრად წარმატებული ახლო წარსულის, თუ აწმყოს მქონე ქვეყანაშიც არსებობენ ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანები თუ შავრაზმული ჯგუფები, მაგრამ აქ საკვანძო არის, რომ ჩვენს შემთხვევაში, ეს ხალხი "მთლიანად არის ნაწილი ივანიშვილი რეჟიმის და მათი ინსტრუმენტია".
"გახსოვთ ალბათ, მათი "არგუმენტი", რომ ხალხს ნუ აღიზიანებენ, ქუჩაში ნუ გამოდიან, აქ სადღაც ლისის ტბის იქით წავიდნენ და იქ მიადგნენ, იქ დააორგანიზეს ეს სამარცხვინო, ამაზრზენი ამბავი იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმს სჭირდება ამ თემით საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა ან ამის მცდელობა. იმიტომ რომ ამ თემას ის იყენებს ჩვენი დასავლური, ანუ ქართული თავისუფალი მომავლის წინააღმდეგ. ეს არ არის პრობლემა ერთი ჯგუფის, ამ შემთხვევაში სექსუალური უმცირესობების ან ამ ჯგუფის ვინც აორგანიზებდა. არა, ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ქვეყნის, მთლიანად ყველა მოქალაქის მომავლის, თავისუფლების და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ". - ამბობს ბოკერია.