საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი წერს, რომ შეძრწუნებულია, მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის გამო.
“შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას.– წერს მარკ კლეიტონი ტვიტერზე.
8 ივლისს, თბილისში, „ლისი ვანდერლენდში“ დაგეგმილი პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ჰომოფობიურ, ძალადობრივმა ჯგუფის წევრებმა ჩაშალეს.
ასობით ადამიანი ვაჟა-ფშაველას გამზირის ტერიტორიიდან ლისის ტბისკენ დაიძრა. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონები, შეიჭრნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დაარბიეს.