თბილისი პრაიდის განცხადებით დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ შეთანხმებული შსს-სა და ალტ-ინფოს შორის.
„დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“, - წერს თბილისი პრაიდი.
ძალადობრივი ჯგუფები იმ ტერიტორიაზე მიიჭრნენ, სადაც პრაიდფესტივალი უნდა გამართულიყო. ამის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს. მათი განცხადებით, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა.