სამართალდაცველებმა სათანადო ღონისძიებები არ გაატარეს, ჩვენ ვხედავთ 5 ივლისის სცენარის გამეორებას, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
"სამართალდაცველებმა სათანადო ღონისძიებები არ გაატარეს იმისთვის, რომ ტალღა, რაც მიაწვა ტერიტორიას, შეჩერებულიყო. საკმაოდ ბევრი ღონისძიების გატარება შეეძლოთ. ჩვენ ვხედავთ 5 ივლისის სცენარის გამეორებას, უკვე მერამდენედ. მაშინაც ვხედავდით, რომ პოლიციას არ ჰქონდა გატარებული სათანადო ღონისძიებები იმისთვის, რომ ერთი მხრივ პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული და ასევე, ჟურნალისტების", - თქვა სიმონშვილმა.
თბილისი პრაიდის განცხადებით, ტერიტორია დატოვეს, რადგან პოლიციამ ეს ტერიტორია ვერ დაიცვა.