თბილსი პრაიდი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ტერიტორია, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო, დატოვეს.
„ყურადღება!
მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოძალადე ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ფესტივალის ჩატარების ადგილს მიუახლოვდნენ.