ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ფიცი დადო. ინაუგურაცია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საზეიმო სხდომაზე გაიმართა.
რინკევიჩსმა სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს თანამედროვე, ძლიერ და სამართლიან ლატვიას და იბრძოლებს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის.
„ვფიცავ, ჩემს საქმიანობას მივუძღვნი ლატვიის ხალხს. გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, რათა ხელი შევუწყო ლატვიის სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას. დავიცავ კონსტიტუციას და სახელმწიფოს კანონმდებლობას. ვიქნები სამართლიანი ყველას მიმართ და მოვალეობას კეთილსინდისიერად შევასრულებ“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა სეიმის სხდომაზე ფიცის დადების დროს.
რინკევიჩსი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ლატვიის მეშვიდე პრეზიდენტია. პრეზიდენტად არჩევამდე რინკევიჩსი თითქმის 12 წლის განმვლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ედგარს რინკევიჩსი პირველი ღიად გეი პრეზიდენტია არამხლოდ ლატვიაში, არამედ ვეროკავშირში.