პენტაგონში უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადეს.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კოლმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს 155 მილიმეტრის კალიბრის ჭურვებს, მათ შორის იქნება კასეტური საბრძოლო მასალა.
პენტაგონის გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის დასახელდა „გადაუდებელი საჭიროება“, რომ უკრაინამ შეძლოს საარტილერიო ბრძოლის გაგრძელება კონტრშეტევის პირობებში. კიდევ ერთ მიზეზად კი, პენტაგონში უკრაინის კონტრშეტევის ნელი ტემპი დაასახელეს.
უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში ასევე იქნება Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექტებისთვის განკუთვნილი დამატებითი საბრძოლო მასალა, და მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალა,Stinger-ის საზენიტო და Javelin ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, ასევე Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მასალები და Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორები.
ასევე უკრაინამ მიიღებს წინაღობების გადალახვისთვის საჭირო საბრძოლო მასალას, სათადარიგო ნაწილებს და ოპერატიული მხარდაჭერის აღჭურვილობას.