მოსკოვთან ახლომდებარე ქალაქ სოლნეჩეგორსკში რადიალურად განწყობილი ახალგაზრდობის დიდი ჯგუფი შეიკრიბა. ახალგაზრდები ნაციონალისტური ლოზუნგებით ქალაქის სადგურთან მდებარე მოედანზე გამოვიდნენ. გზადაგზა ისინი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ კავკასიური გარეგნობის ადამიანებს, რომლებიც მათ წინ ხვდებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად ახალგაზრდების ჯგუფთან უკვე იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ ახალგაზრდები იმაში, რომ აქცია დაიშალოს. დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ ჯერ ჯერობით არ ვრცელდება.