Rammstein-ს ლეგენდარული ვოკალისტის ტილ ლინდემანის წინააღმდეგ გაუპატიურების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოცემა Berliner Zeitung-ის ცნობით, საქმეს ბერლინის პროკურატურა იძიებს.
გამოცემისვე ცნობით, მუსიკოსი ძალადობაში რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. მათი თქმით, კონცერტების დროს მათ წვეულებაზე ეპატიჟებოდნენ და მომღერალთან დროის გასატარებლად იწვევდნენ.
ზოგიერთი მათგანის სიტყვებით, მუსიკოსთან სქესობრივი კავშირის ფაქტებიც არსებობდა.
გამოცემისვე ცნობით, ლინდემანი ყველა ბრალდებას უარყოფს. მუსიკოსის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ქალების მხრიდან მრავალი პრეტენზია გაჟღერდა. მომღერლის წარმომადგენლის თქმით, ლინდემანის მხრიდან ძალადობისა და ქალებისთვის ალკოჰოლის მიღების იძულებას ადგილი არ ჰქონია.
მაისში Rammstein-ის სოლისტის ირგვლივ სკანდალი აგორდა. ირლანდიელმა მომაღერალმა შელბი ლინმა განაცხადა, რომ ის ვილნიუსში კონცეტის დაწყებამდე მუსიკოსთან წვეულებაზე დაპატიჟეს. მისი თქმით, იქ ლინდემანმა ოთახში შეიყვანა, ტეკილას დალევას აიძულებდა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა. როდესაც ქალმა გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ სხეული სულ დალურჯებული ჰქონდა და არ ახსოვდა იმ ღამეს მის თავს რა მოხდა.
ამ ინფორმაციის ფონზე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ჯგუფი Rammstein დალის პირასაა. ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული სკანდალი ყველა მათგანზე ნეგატიურად აისახება.