რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთ, ახლა მიშას ეძახიან, გვიშველეო, მოდი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო - ნიკა მელია - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის„ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს სოლიდურობას, მიმღებლობას.
„უამრავი ადამიანი და ერთ-ერთი მე ვცდილობთ, პარტია გადარჩეს, როგორც პლატფორმა, რომელიც იქნება მიმზიდველი, გადარჩეს პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვა და არა არსებულის განზიდვა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას თქმით, მისთვის საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლა უმნიშვნელოა.
„ორჯერ მქონდა საპარლამენტო მანდატი და ორივე ბრძოლაში დავკარგე. ჩემთვის ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რაც მოხდა პარტიის არჩევნების შედეგად, რადგან არ დაგიმალავთ, ემოციურადაც რთული იყო ჩემთვის, როცა დაუმსახურებლად ყოველი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა, რომ არაფერს აკეთებს ნიკა მელია სააკაშვილის გასათავისუფლებლად, საკმარისია, თავმჯდომარე შეიცვალოს და რამდენიმე თვეში სააკაშვილი გათავისუფლდებაო. სააკაშვილს დღეში კლავდნენ ხუთჯერ და დღეს რას აკეთებენ? სამწუხაროდ, პარტიაში დამარცხდა რაციონალური მოსაზრება, იმძლავრა ემოციამ. მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი დააზიანეს, მაშინ, როცა პარტიის გარეთ გვჭირდებოდა კონსოლიდაცია, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მან ისაუბრა„ლელოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებითაც, სადაც ის ამბობს, რომ გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღესდღეობით არის ის ძალა, რომლის გარშემოც შესაძლებელი იყო კონსოლიდაცია, სამწუხაროდ, ეს შანსი არის დაკარგული ახალი მენეჯმენტის პირობებში. ნაცვლად იმისა, რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთ, ახლა მიშას ეძახიან, გვიშველეო, მოდი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო. საშველად მოვიდნენ, სააკაშვილისთვის დახმარების აღმოსაჩენად და ახლა იქით ეძახიან, დაგვეხმარეო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.