როგორ შეიძლება, პოლიტიკურ ორგანიზაციას რაიმე ამბიცია ჰქონდეს და პარალელურად, ხაბეიშვილი ჰყავდეს თავმჯდომარედ. ეს წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად, დასრულებულია.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით უფრო და უფრო რთული ხდება სერიოზული კომენტარის ან შეფასების გაკეთება. ისეთი თავმჯდომარე დაუნიშნეს, რომ ამ ორგანიზაციას არამც თუ მომავალი არ აქვს, არამედ საერთოდ დასრულებულია. როგორ შეიძლება, ორგანიზაციას ჰქონდეს რაიმე მომავალი ან პოლიტიკური ამბიცია და პარალელურად, ხაბეიშვილი ჰყავდეს თავმჯდომარედ. ეს წარმოუდგენელია. მანამდე მყოფი თავმჯდომარეც არ წყვეტდა ვარსკვლავებს, მაგრამ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა მართლაც დასასრულის დასასრულია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.