კიევის ხელისუფლება, მათი დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ომის დანაშაულებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
„ვლ;ადიმირ პუტინმა განაცხდა, რომ კიევის ხელისუფლება, მათი დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ომის დანაშაულებზე, ღიად იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, ახორციელებს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამისი ნათელი მაგალითია - ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროლექტროსადგურის ბარბაროსული განადგურება, რომელმაც მასშტაბური ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.