შეუძლებელია, საქართველოში ხელისუფლებაში არაპატრიოტული ძალები მოვიდნენ. დღეს ოპოზიცია გამორჩეულია სწორედ იმით, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან ეროვნულ ინტერესებს, პატრიოტიზმს, ქართველი ხალხის ინტერესებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის ეროვნული ინტერესი არანაირ ფასეულობას წარმოადგენს. მისივე თქმით, კოლექტიურ ოპოზიციას დიდი ხანია, საკუთარი ლექსიკონიდან ამოგდებული აქვს სიტყვები – სამშობლო, პატრიოტიზმი.
„ეს პოლიტიკური ძალები არიან მარგინალები, მათი მხარდაჭერა ორი-სამი პროცენტის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე, პრობლემაა არა იმაში, სად გაერთიანდებიან, რომელ ადგილზე შეიკრიბებიან, ვინ შეიკრიბება, არამედ რა იქნება მათ პოლიტიკურ ფილოსოფიაში, რომელიც აცდენილია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს. ამიტომ წარმოუდგენელია, რაიმე წარმატების ფორმულა შექმნან, ვიდრე გამიჯნული იქნებიან ქართველი ხალხისგან, მანამდე გამიჯნული იქნებიან ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან. რა თქმა უნდა, რთულია რაიმე წარმატება ჰქონდეთ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწევენ. შეუძლებელია, საქართველოში ხელისუფლებაში არაპატრიოტული ძალები მოვიდნენ. დღეს ოპოზიცია გამორჩეულია სწორედ იმით, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან ეროვნულ ინტერესებს, პატრიოტიზმს, ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ სულერთია, რა ფორმით იქნება გაერთიანება, ეს იქნება ერთადერთი მარგინალური გაერთიანება, რომელიც იქნება მარგინალური ცენტრი. ეს არის პრობლემა. ყველანაირი შესაკრებლებით – ვინმეს დამატებას, გამოკლებას, გადანაცვლებას საერთო ჯამამდე მოვყავართ, რაც არის ის, რომ ოპოზიცია მანამდე მარგინალური იქნება, სანამ მათთვის ეროვნული ინტერესი ღირებულება არ იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
.