„ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ამას ადასტურებს ფაქტები, შედეგები და თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შეიძლება რუსი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ეს წარმოდგენები დაიტოვონ საკუთარი თავისთვის.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი ფაქტორი იქნება.
„ძალიან უცნაურია უკვე, როცა ნებისმიერ შეთავაზებაზე საუბრობენ საერთო სიაზე, საერთო პოლიტიკური პარტიის არსებობა და ა.შ. ჩვენი საერთო პოლიტიკური პარტია უნდა იყოს ერთადერთი რამე - ბრძოლა საქართველოსთვის. არავის ჩვენ სიას არ ვთავაზობთ, ვთავაზობთ საერთო პასუხისმგებლობას, რომელიც პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიაროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოპოზიციურ ძალად არსებობას, ამას ადასტურებს ფაქტები, შედეგები, ყველაფერი და თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შეიძლება ხელისუფლების დამარცხება და რუსი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ეს წარმოდგენები შეიძლება საკუთარი წარმოდგენებისთვის დაიტოვონ. რაც შეეხება მიშა სააკაშვილის ფაქტორს, რა თქმა უნდა, ის ყოველთვის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში დამარცხების.“ - ასე გამოეხმაურა გიორგი ბოტკოველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობას ოპოზიციურ პარტიებთან და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას.