ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მთავარი ამოცანაა თანამოაზრეების გაფართოება, რომლებიც წინასაარჩევნო და მის შემდგომ ბრძოლაში ჩაებმევიან.
"ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ ახლა გავაფართოვოთ იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვისაც პოლიტიკური რწმენა ექნება ჩვენი ძალის. ვინც მზად იქნება საარჩევნო ბრძოლისთვის და არჩევნების შემდეგაც საპროტესტო ბრძოლისთვის თუ საჭირო იქნება რომ წამოგვყვეს. როცა სწორი მომენტი დადგენა, მაშინ შევაფასოთ, როგორია ჩვენი ძალები და იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ფასეულობებით ახლოს არიან ჩვენთან, ვიფიქროთ შესაძლო თანამშრომლობაზე".- ამბობს გიგა ბოკერია.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ პარტიისთვის ნაციონალური მოძრაობა არ განიხილება როგორც შესაძლო პარტნიორი.