ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და რადიოს თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმმა, რისი გაფუჭებაც შეეძლო გააფუჭა და კიდე უფრო მეტს გააფუჭებს, სანამ ის ხელისუფლებაში იქნება.
„რეალურად ჩვენ არ ვიცით მიიღებს, თუ არა ევროკავშირი გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი ეროვნული ამოცანა იმის მიუხედავად, მოგვცემენ თუ არა ამ სტატუსს, არის მკაფიო - ამ პუტინისტური რეჟიმის პროდასავლური ხელისუფლებით დემოკრატიული გზით ჩანაცვლება.
მხოლოდ ეს გაგვიყვანს თავისუფლების სამშვიდობოს, იმიტომ რომ, რომც მოგვცენ ახლა კანდიდატის სტატუსი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებით მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმის საქციელისა, ეს ვერ დაგვეხმარება, თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ეს სტატუსი ჩვენი ევროპის წიაღში რეალურად დაბრუნებისთვის გამოიყენოს, რაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოიცავს“ - თქვა გიგა ბოკერიამ.