ევროპული საქართველოს ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის ბრიფინგი გაიმართა საქართველოში კადიროველების ვიზიტის შესახებ.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ კანონი „უცხოელთა და მოქალაქეების არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში“ - ის შესახებ 11-ე მუხლის ორი ქვეპუნქტი განსაზღვრავს შეუძლია, თუ არა ხელისუფლებას შემოუშვას ესა თუ ის პირი.
მისი თქმით, ნათლად არის მოცემული ამ ქვეპუნქტებში, რომ თუ საგარეო პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიუღებელია ან ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს კონკრეტული პირების შემოსვლა, მაშინ სახელმწიფოს შეუძლია უარი უთხრას ნებისმიერს.
„ასე ეუბნება ქართული ოცნება უარს ანტიპუტინისტებს, მაგალითად შენდეროვიჩს და სხვა ადამიანებს, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის და საქართველოს მეგობარია, მაგრამ ამავე პუნქტებზე დაყრდნობით კარს უხსნიან გაუკრვეველ პიროვნებებს, კადიროვთან დაკავშირებულ ადამიანებს, შეიარაღებულ კორტეჟებს და ა.შ.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს უკონტროლობა და უპასუხისმგებლობა არის ის მავნებლური დამოკიდებულება, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას მთელ ამ პროცესზე“ - თქვა გიგი წერეთელმა