პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განაცხადებით, ელენე ხოშტარიას ქმედებები ფარისევლურია.
რამდენიმე კვირის წინ, როცა მოსკოვი-თბილისის რეისი შესრულდა, ვიხუმრე, რომ ელენე ხოშტარიას ფულს ვეღარ ურიცხავენ და ალბათ, პილოტმა ჩამოუტანა-მეთქი, როგორც ჩანს, არ მიხუმრია და ეს გადარიცხვები მართლაც გრძელდება, - თქვა სამხარაძემ.
მისი თქმით, ხოშტარიას ვითომ ანტირუსული გამოხდომები არის სიყალბე.
„პატარა ბავშვისთვისაც ცხადია, რომ რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ მომენტში დაფინანსება შეუწყვიტოს, თუ მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარია მას რეალურად ებრძვის. ეს ყველაფერი იმის დასტური და ნათელი ცხადყოფაა, რომ სინამდვილეში მისი ვითომ ანტირუსული გამოხტომები არის სრული სიყალბე, ფარისევლობა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა“, – განაცხადა სამხარაძემ.