საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმიანება. პაპუაშვილი „ტვიტერზე" წერს, რომ ეს რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია.
მისივე თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვარი არ აქვს.
„დნიპროს რეგიონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის კატასტროფული შედეგით. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვარი არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს ყველა რეგიონზე და მის ფარგლებს გარეთ. მოვუწოდებთ ევროკავშირს და სხვებს, ვისაც აქვს ეფექტური გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები, უფრო ენერგიულად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.