ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, ხაბეიშვილის განცხადებაზე, თითქოს მისი პარტია წარმოადგენს გამოსავალს დემოკრატიული ცვლილებების გზაზე და ოპოზიციურმა პარტიებმა მასთან თანამშრომლობაში უნდა ეძებონ საარჩევნო ბარიერის გადალახვის გზები, სერიოზულად კომენტირება რთულია.
„ყველაფერი გვერდით რომ გადავდოთ, ნაციონალურ მოძრაობაში ერთმანეთს სუსის აგენტებად მოიხსენიებენ, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, რაც შეიძლება ადამიანმა ურჩიოს, ეს პირველ რიგში საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის გაზრდაა, რაც შინაარსზე კონცენტრირებით ხდება და არა ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებით“ - თენგო კირთაძე.