„თუ დააკვირდებით, ბოლო კვირებში რამდენად მნიშვნელოვანი ვიზიტები ხორციელდება საქართველოში და საქართველოს წარმომადგენლების, განსაკუთრებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის – ევროპის ფარგლებში. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე, მნიშვნელოვანი სიგნალია ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისგან, რომ ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, –ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის გ
ანრი ოხანაშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრემიერი დაიბარა. მან აღნიშნულ განცხადებებს ცინიზმი და აბსურდი უწოდა.
„ჩვენ შეიძლება ქვეყნის შიგნით და პარლამენტში ვიკამათოთ, ცხარე დებატები იყოს და ერთმანეთთან მიმართებით კონკრეტული ეპითეტები გამოვიყენოთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანასთან, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ევროპის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, მასთან საქმიან შეხვედრას შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დაბარებას ეძახი, ეს ზუსტად ის არის, რომ არავითარი ეროვნული ინტერესი არ გაგაჩნია და სახელმწიფოებრიობის განცდა არ გაქვს. სამწუხაროდ, ეს არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, კონკრეტული გზავნილები და კონკრეტული „ვორდინგი“, ეს ინფორმაცია არ მისდით ჩვენს პარტნიორებს? როგორ ფიქრობთ, შემდგომ ეს ადამიანები სერიოზულად უყურებენ ოპოზიციის, ცალკეული უსამშობლო ადამიანის მიერ ნათქვამს? თუ ამით მთლიანობაში რეპუტაციულად თვითონაც ზიანდებიან და ცდილობენ, ჩვენს ქვეყანასაც ზიანი მიაყენონ? ასეთ ხალხთან მიმართებით აბსურდებზე საუბარი არ შეიძლება, თუმცა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება საჭიროა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.