რუსეთი მტრად თუ მიგიჩნევს, ისე გადაკეტავს დაფინანსებას, ვერც გაასაჩივრებ, საინტერესო ტესტი იქნებოდა, ხოშტარიამ ფული უკრაინულ ჯარს ჩაურიცხოს, დარწმუნებული ვარ, შეწყდებოდა გადარიცხვები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთაერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.
„ეს ისეთი ფაქტია, რომ ნებისმიერ სხვა ოპოზიციონერს ან თუნდაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსს იგივე რომ გაეკეთებინა, მგონი, გაანადგურებდა მთელი ოპოზიციური მედია, მაგრამ რატომღაც ხოშტარია ისეთი პოლიტიკოსია, რომელსაც რაღაცები შერჩა. სხვა ნაწილში უცნაურად გამოიყურება, როდესაც ებრძვის რუსეთს, ანტირუსია და რუსეთის მთავრობისგან იღებ ფულს, რაღაცნაირად არ ლაგდება ლოგიკურად, ნებისმიერ შემთხვევაში. რუსეთის მთავრობა თუ მიიჩნევს, რომ მტერი ხარ, უბრალოდ, ისე გადაკეტავენ ამ დაფინანსებას, ვერც გაასაჩივრებ, როდესაც იცი, რომ ასეთ ქვეყანასთან გაქვს ურთიერთობა, ეს ხომ არ არის ამერიკა, სადაც წესრიგია და კანონებია, ჩვეულებრივად, უბრალოდ, შეწყვეტდნენ. სხვათა შორის, მარტივი, საინტერესო ტესტი იქნებოდა, ხოშტარიამ ეს ფული რომ უკრაინულ ჯარს ღიად ჩაურიცხოს, დარწმუნებული ვარ, შეწყდებოდა გადარიცხვები“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.