„საქართველოს სამარცხვინო პრემიერმა დღეს გვაჩვენა, რომ ის არის ძალიან მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში, ძალიან საშიშია უკვე. მან ახსენა „სამაგლითო დასჯა“, რაც 21-ე საუკუნეში სრულიად გაუგონარი და შეუწყნარებელი ტერმინია,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ.
„საქართველოს სამარცხვინო პრემიერს გარდა იმისა, რომ ბევრი ტყუილის მოყოლა მოუწია დღეს საზოგადოებისთვის, მისმა გამოსვლამ გვაჩვენა, რომ ის არის ძალიან მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში, ის არის ძალიან საშიში უკვე, მან რამდენიმე უზუსტობასთან ერთად აჩვენა ადამიანების სამაგალითო დასჯა და ეს 21-ე საუკუნეში არის სრულიად გაუგონარი და შეუწყნარებელი ტერმინი. რას ჰქვია სამაგალითო დასჯა? ესეთ რამეს იყენებდნენ შუა საუკუნეებში ადამიანები, რომლებსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდათ და დანარჩენ ადამიანებს არ ჰქონდათ უფლება საკუთარი თავის დაცვის და დღეს ეს გადმოაგდო და ცდილობს დანერგოს ამ პრემიერად წოდებულმა ადამიანმა, რომელსაც საზოგადოებამ უკვე ადეკვატური სახელი შეურჩია, როგორც ამას თავის დროზე მოგვიწოდებდა მისი მმართველი, რომ რაც გინდათ ის დაუძახეთო. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი პრემიერი გვყავს, ძალიან საშიში ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება ის და ვურჩევ იმ ადამიანს, ვინც ეს ადამიანი მოგვახვია თავს, რომ დროზე მიაქციოს ყურადღება.“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მითუმეტეს როგორც ეს გააკეთეს, ლამის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტეს ამ დესტრუქციულმა, ანარქისტულმა ძალებმა, ყველა ის ადამიანი იქნება სამაგალითოდ დასჯილი“.