რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების მიზანია უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის ჩაშლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, დარია ზარივნამ განაცხადა.
მისი განცხადებით, რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორილია.
“ეს ქმედებები დასახლებული პუნქტებისა და ბიოსფეროს განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის. დასახლებული პუნქტების ნაწილი უკვე მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორილია. ასევე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ნიშნავს, რომ ყირიმი დარჩება წყლის გარეშე. ეს ეკოლოგიური ტერორიზმია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი დარია ზარივნა.
ზარივნას ცნობით, კახოვკის კაშხლის აფეთქება ასევე საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რადგან, შესაძლოა, პრობლემა შეექმნას რეაქტორების წყლით გაგრილების სისტემას.