„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავას განცხადებით, ის, რომ კადიროველები უპრობლემოდ გადაადგილდებიან ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. მისი თქმით, ლილუაშვილი უნდა მივიდეს პარლამენტში და კონკრეტულ კითხვებს გასცეს პასუხი.
მისი თქმით, იუმორისტული ჟანრია, როდესაც მთავრობა ამბობს, რომ კადიროვის გარემოცვა კადიროვის ოპოიზციაა.
„ის, რომ ქვეყანაში მწვანე შუქი აქვს ანთებული კადიროვის გარემოცვას და ამასთან დაკავშირებით მთავრობა გაიძახის, რომ ეს არის კადიროვის ოპოზიცია, არის იუმორისტული ჟანრი, ვინაიდან ყველამ კარგად იცის მსოფლიოში, რომ კადიროვს ოპოზიცია არ ჰყავს, თუ ასეთი არსებობდა, ის ფიზიკურად არის განადგურებული. შესაბამისად, ამ ყველაფერში მონაწილეობს სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალჩინოსნები და სწორედ ამაზე არის პასუხისმგებელი ლილუაშვილი. ამიტომ, ის უნდა მოვიდეს პარლამენტში და კონკრეტულ კითხვებს გასცეს პასუხი, ფაქტობრივად, ჩვენი უსაფრთხოების სისტემა არის მორღვეული და ეს არის იმით გამოწვეული, რომ საქართველოს ჰყავს რუსული მთავრობა.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.