ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ეხმიანება კადიროვთან დაკავშირებული პირების საქართველოში ყოფნას.
მისი თქმით, მათი ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმის,თუ რა ტიპის რეჟიმია საქართველოში.
"ძალიან სიმბოლურია და სიმბოლურთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ პერსპექტივა, აი ამ კურსის რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს, არის სწორედ კადიროვის მმართველობა საქართველოში. რას ნიშნავს პუტინის რუსეთის გავლენა, ამას აჩვენებს ის ჯოჯოხეთი, რასაც კადიროვი უწყობს თავისივე მოქალაქეებს ჩრდილოეთ კავკასიაში და რაც დაღესტანში ხდება - სისხლისღვრა, მოტაცებები, მკვლელობები. აი მაგათი საბოგინო უნდა გახდეს ქვეყანა თუ ეს კურსი არ დავამარცხეთ დემოკრატიულად რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს".- ამბობს გიგა ბოკერია.