საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას არ აპირებს. მისი თქმით, სავიზო რეჟიმის შემოღება რუსეთის მიმართ სანქციის შემოღებას ნიშნავს.
"სავიზო რეჟიმს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის გადახედვას, იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს სანქციის შემოღებას და საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციის შემოღებას," - თქვა პაპუაშვილმა.