ნიკა გვარამია არის კლასიკური გაგებით პოლიტპატიმარი. ამიტომ, „რუსულ ოცნებას“ სჭირდება უსიტყვოდ მათი ინსტრუქციების შემსრულებელი მოსამართლეები და ამ ნიშნით იქნა შერჩეული დასანქცირებული მოსამართლის სიძე მოსამართლეთა კოლეგიაში, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტრის ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიაში ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლის სიძე შეირჩა.
„ნიკა გვარამია არის კლასიკური გაგებით პოლიტპატიმარი. მოსამართლეთა კორპუსის 100-ვე პროცენტი არ ემორჩილება, არ ემსახურება და არ არის „რუსული ოცნების“ მონობაში. გასაგებია, რომ ისინი ცდილობენ ყველაზე წნეხი განახორციელონ, მაგრამ არიან კიდევ ერთეული მოსამართლეები, რომლებიც საკუთარი რწმენის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ, ნიკასნაირ მართლა კლასიკური გაგებით პოლიტპატიმრებზე სჭირდებათ უსიტყვოდ მათი ნება-სურვილის და ინსტრუქციების შემსრულებელი მოსამართლეები და ამ ნიშნით იქნა შერჩეული დასანქცირებული მოსამართლის სიძე მოსამართლეთა კოლეგიაში,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.