მოვიკითხე პირადად და როგორც ვიცი, წავიდნენ, შემოვიდნენ, დაისვენეს და გავიდნენ, - ამის შესახებ ‘ქართული ოცნების’ წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოში, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვის გამოჩენასთან დაკაშვორებით განაცხადა.
მისი თქმით, არ სურს, ძალოვანი აქცენტების მქონე გაიგებარი ადამიანების, ხილვა, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ ოკუპაციის კანონი არ ჰქონდათ დარღვეული.
„რა თქმა უნდა, არავის არ გვინდა აქ კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ეს ქვეყანა. ნამდვილად არ გვინდა. მით უმეტეს, რაღაც ძალოვანი აქცენტების მქონე ვიღაც ადამიანების, გაუგებარის, რომელთაც თავიანთ ქვეყანაში და არა საქართველოში, როგორც ბევრი წერდა სოციალურ მედიაში, იარაღებით აქვთ ფოტოები გადაღებული და ა.შ. მიუხედავად ამისა, მე რამდენადაც მოვიკითხე, მათ არც ოკუპაციის კანონი ჰქონდათ დარღვეული და არც ისეთი ქმედება ჰქონდათ ჩადენილი, რომელიც მესაზღვრეს მიანიშნებდა ცალსახად, რომ მათი ქვეყანაში შემოშვება არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, სურვილს თუ მეკითხებით, კი, არ მომწონს ასეთი აქცენტის მქონე ადამიანების ხილვა საქართველოში. მეც მოვიკითხე პირადად და როგორც ვიცი, წავიდნენ, შემოვიდნენ, დაისვენეს და გავიდნენ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
რუსულინომრიანი მანქანები, რომლებიც 3 ივნისს ნატახტარში, შემდეგ კი ბათუმში გამოჩნდნენ, ერთ-ერთი ვერსიით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვას ეკუთვნის.