დავუშვათ და გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი რუსული "ტუსოვკის" გამართვას ბაღში, თუ ყველაფერი შენ უნდა ქნა მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურწელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ? - ამის შესახებ „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ყოველ დღე მასთან რუსულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები მიდიან და წვეულების გამართვას სთხოვენ.
„რუსი არც მეგობარი მყავს, არც ნაცნობი, არც ახლობელი. არ ვიცნობ ამ ხალხს მათ მენტალიტეტს.
დღე არ გავა რუსულად მოლაპარაკე (ჭიშკარში ხომ ვერ დავჯდები და გადავარჩევ ვინ რუსია, ვინ უკრაინელი ან სხვა..) ბევრი მოდის ბაღში და გვთხოვენ წვეულების გამართვას. იმიტომ რომ რუსულად ლაპარაკობს პირდაპირ უარს ხომ არ მივახლი და გავაგდებ, მიწევს მოვუსმინო. ვუსმენ და ვრწმუნდები, რომ რაც გამიგია მათ დამბყრობლურ, გამომყენებლურ ხასიათზე ყველაფერი მართალია.
მშვენიერი დასანახი წყვილი მიყვება დღეს: რომ უნდა 160 სტუმრის შეკრება ჩვენს ტერასაზე და მშვიდად აგრძელებს " ქეტერინგ სვოი, ორგანიზატორ სვოი, ნაპიტკი ი ბარმენ სვოი, მუზიკა, ზვუკორეჟისორ ი აპარატურა სვაია, ფოერვერკ სვოი, ფოტოგრაფ ი ვიდეოგრაფ სვოი, ფლორისტ ტოჟე სვოი...." აი აქ კი უკვე ფეხზე ვდგები და ვეუბნები, რომ მათთვის სასურველი რიცხვი დაკავებულია და მკვახედ ვემშვიდობები. ვერ ვხვდები ასე როგორ შეუძლიათ, დავუშვათ და გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი რუსული "ტუსოვკის" გამართვას ბაღში, თუ ყველაფერი შენ უნდა ქნა მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურწელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?
ბოლო დღეებია ყველა მეგობარს ვუზიარებ ამ ამბავს, მიყვებიან, რომ არაა ეს ახალი, რომ რუსებმა რახანია თბილისში და არა მარტო მოაწყვეს თავისი ბიზნესები და მშვენივრად მუშაობენ. მეგობარმა ფლორისტმა მითხრა, რომ ძალიან შეუმცირდა დაკვეთები რაგდან რუსები გაცილებით იაფად სთავაზობენ იგივე სამუშაოს, იღებენ და ასრულებენ დაკვეთებს. სქემაც ამიხსნა.. მე რომ 100 ლარის ღირებულების მცენარე გავყიდო, იმ ასი ლარიდან ვიხდი დამატებითი ღირებულების გადასახადს 18 % ს, ხელფასად გადასახდელი თანხიდან საშემოსავლო გადასახადს 18% ს, მიწა, ქოთანი, სასუქიც ხომ სჭირდება ამ მცენარეს ისიც ხომ ხარჯია, თუ რამ დამრჩება ამის შემდეგ მოგება იმ მოგებულიდან კიდევ მოგების გადასახადსაც ვიხდით ბეჯითად.. ჩვენი "ძვირფასები" კი არეგისტრირებენ ინდმეწამეს თურმე, რაც გულისხმობს , რომ ასი ათას ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში ნავაჭრის მხოლოდ ერთ პროცენტს გადაიხდის, რომ მიუახლოვდება ამ დაწესებულ ზღვარს შეაჩერებს სტატუსს და ინდმეწარმედ დაარეგისტრირებს ოჯახის მეორე წევრს და ასე..
კი ბატონო მე არ დავთანხმდები, შევკრავ წარბს და ზოგს კულტურულად და ზოგს არაკულტურულად გამოვემშვიდობები მაგრამ არ მგონია ეს სახუმარო ამბავი და არც ის ვიცი სანამდე მიგვიყვანს. ასე როგორ უნდა გაგრძელდეს?“ - წერს ზურა შევარდნაძე.