„რუსული ოცნება“ მხოლოდ ერთი რამისკენ ისწრაფვის - ბოლომდე დაემსგავსოს რუსეთს და გაატაროს რეპრესიები, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში სამოქალაქო აქტივისტების დაკავებებიც სწორედ ამას ადასტურებს.
„რუსული ოცნება“ მხოლოდ ერთ რამეშია მიზანდასახული და მხოლოდ ერთი ისწრაფვის რამისკენ, რომ თავიდან ბოლომდე დაემსგავსოს რუსეთის ფედერაციას და გაატაროს ყველა ის რეპრესიები ,რასაც ატარებდა ამ წლების განმავლობაში და ატარებს პუტინი. სწორედ ამას ჰგავს, ზუსტად გუშინ, გუშინწინ დაკავებული ადამიანების დაკავების პროცესი და თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი ჰგავს პუტინის ქმედებებს, რომელი ქმედებებითაც ბოლომდე მოსპეს რუსეთში როგორც დემოკრატია, ისე სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და საერთოდ ყველაფერი, თუ რამე დემოკრატიული არსებობდა.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.