რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვაიჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ დაბომბვის შედეგად რეგიონის ხუთი მცხოვრები დაიღუპა, 16 კი დაშავდა. გლადკოვმა ტრადიციულად უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულა.
მისი თქმით, ვალუის რაიონი „გრადის“ ტიპის ჭურვებით დაიბომბა.
„სამწუხაროდ, დაიღუოპა სამი ადამიანი - ორი კაცი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ერთი ქალი კი სასწრაფო დახმარების მანქანაში დაიღუპა“, - განაცხდა გლადკოვმა.
მისივე თქმით, შებეკინოს რაიონში დაბომბვას ორი ქალი ემსხვერპლა. ასევე დაზიანდა სამრეწველო საწარმო. ქალაქს არ მიეწოდება ელექტრომომარაგება და წყალი.