ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 288-მდე გაიზარდა, დაშავებულია დაახლოებით 900 ადამიანი. სარკინიგზო ავარია ინდოეთის აღმოსავლეთით, ოდიშას შტატში მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე მატარებელი შეეჯახა.
წინასწარი მონაცემებით, ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რამდენიმე ვაგონი საპირისპირო ხაზზე მოძრავ სამგზავრო მატარებელს დაეჯახა.
ამის შემდეგ შემდეგაც კიდევ ერთი შეჯახება მოხდა - სატვირთო მატარებელთან, რომელიც ლიანდაგებზე იდგა.
ეს არის უდიდესი სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში 1980-იანი წლების შემდეგ. ადგილბრივი ხელისუფლების შეფასებით, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
ინდოეთში ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა 1981 წელს მოხდა. მაშინ ციკლონის დროს ბიხარის შტატში სამგზავრო მატარებელი მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 800 ადამიანი დაიღუპა.

